UNRWA-ს წარმომადგენლის თქმით, დაახლოებით 50 000-მა ადამიანმა დატოვა რაფაჰი ბოლო 48 საათში, ევაკუაციის ბრძანების შემდეგ

გამოქვეყნდა:

"დაახლოებით 50,000 ადამიანმა" დატოვა სამხრეთ ღაზანის ქალაქი რაფაჰი ბოლო 48 საათის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ისრაელმა ევაკუაციის ბრძანება გასცა, განუცხადა გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს (UNRWA) მაღალჩინოსანმა CNN-ს.

UNRWA-ს წარმომადგენელი, სკოტ ანდერსონი ამბობს, რომ მოქალაქეები ძირითადად სამი მიმართულებით - ხან იუნისში, ალ-მავასის გაფართოებული ჰუმანიტარულ ზონაში და დეირ ალ-ბალაში წავიდნენ. 

ღაზის მოსახლეობამ რაფაჰის დატოვება ორშაბათს დაიწყეს მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედროებმა უბრძანეს იქ მცხოვრებლებს დაუყოვნებლივ მოეხდინათ ევაკუაცია, რადგან ისინი ქალაქში სამხედრო ოპერაციას ატარებენ.

კითხვაზე გაფართოებული ჰუმანიტარული ზონის შესახებ, რომელიც ისრაელმა გამოყო ზღვისპირა ქალაქ ალ-მავასიში იძულებით გადაადგილებული ღაზის მცხოვრებლების გასაქცევად, ანდერსონმა თქვა, რომ ამ ტერიტორიას "რა თქმა უნდა არ აქვს ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორსაც თქვენ მოელოდით" და დასძინა, რომ იქ უკვე 400 000-ზე მეტი ადამიანი ეძებს თავშესაფარს.

"ეს არსებითად ქვიშიანი ტერიტორიაა, ამიტომ არ არის საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა, არ არის წყლის ინფრასტრუქტურა. არ არსებობს გზები", - თქვა ანდერსონმა. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი