"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელევიზია ადასტურებს.

მათი განცხადებით, ინფიცირებული საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" ერთ-ერთი ჟურნალისტია.

შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს, "ტვ პირველის" ჟურნალისტს, ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია მისი მეუღლეც, დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი, 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 20 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 917;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 354;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 882;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი