გაერთიანებული სამეფო რუსეთის სამხედრო ატაშეს ქვეყნიდან აძევებს და ზღუდავს რუსი დიპლომატების ვიზების ხანგრძლივობას

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული სამეფო რუსეთის სამხედრო ატაშეს ქვეყნიდან აძევებს, ხოლო რამდენიმე ობიექტს დიპლომატიური სტატუსი ჩამოერთმევა. ასევე, ვადები შეეზღუდება დიპლომატიური ვიზების მქონე პირებს.

როგორც გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, ეს ზომები რუსეთის მავნე ქმედებებზე პასუხია.

„ჩვენ გავაძევებთ სამხედრო ატაშეს, რომელიც სამხედრო დაზვერვის არადეკლარირებული ოფიცერია. ახალ შეზღუდვებს ვაწესებთ რუსულ დიპლომატიურ ვიზებზე, მათ შორის შევზღუდავთ რუსი დიპლომატების გაერთიანებულ სამეფოში ყოფნის ხანგრძლივობას“, განაცხადა კლევერლიმ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი