არა რუსულ კანონს! - ქუთაისში აქციის მონაწილეები პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეიკრიბნენ.
ისინი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ საქართველოს გზა ევროპაშია და არა რუსეთში.
აქციის მონაწილეებს შეუერთდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები ყოველდღიურად მიმდინარეობს.