საბჭოთა მეთოდებით ადამიანების ფსიქოლოგიური ტერორი და გაჩუმების მცდელობა - ასე აფასებენ საქართველოს მოქალაქეები "ოცნების" დაანონსებულ კრიტიკოსების რეესტრს, რომელშიც ის ე.წ. დამლაიქებლებიც კი მოხვდებიან, რომლებიც სოციალურ ქსელში მმართველი პარტიისთვის მიუღებელ პოსტებს მოიწონებს.
ხალხისთვის ხელისუფლების მორიგი სადამსჯელო აქტი იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლება ქვეყანაში ბოლშვეკურ სტილს ამკვიდრებს და სწრაფი ნაბიჯებით რუსეთის მიმართულებით განაგრძობს სვლას.