არა რუსულ კანონს! - რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. პარლამენტის წინ ახალგაზრდები იკრიბებიან. ისინი საპროტესტო მსვლელობასაც აანონსებენ, თუმცა, სად გადაწყვეტენ ისინი წასვლას,
ჯერჯერობით უცნობია.
აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ საქართველოს გზა ევროკავშირშია და არა რუსეთში.