"გამოვხატე მზაობა, განვიხილოთ ყველა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით" | კობახიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნდა:

"გამოვხატე მზაობა, განვიხილოთ ყველა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით", - ირაკლი კობახიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ მან ასამბლეის პრეზიდენტს რუსული კანონის შინაარსი და კონტექსტი განუმარტა.

"ვისაუბრეთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით. ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე კანონპროექტის შინაარსი და კონტექსტი. გამოვხატე მზაობა, ყურადღებით მოვისმინოთ და განვიხილოთ ყველა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, რისთვისაც შეგვიძლია, გამოვიყენოთ კანონის განხილვის შესაბამისი პროცედურა," - წერს კობახიძე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი