აქცია განათლების სამინისტროსთან - შეკრებილები სასწავლო პროცესის გადადებას აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

მოსწავლეების მშობლები და სკოლის დირექტორები განათლების სამინისტროსთან აქციას მართავენ. ისინი სასწავლო პროცესის 1 ოქტომბრამდე გადავადებას აპროტესტებენ და ფიქობენ, რომ სასწავლო დაწესებულებები ყველა ნორმას აკმაყოფილებენ, რათა სწავლა 15 სექტემბერს დაიწყოს. გარდა ამისა, აქციის მონაცილეები დისტანციური სწავლების სისუსტეზეც ლაპარაკობენ.

დისტანციური სწავლება, მოკლედ რომ ვთქვა, არის ბლეფი. არანაირად არ ამართლებს ეს მიდგომა. დიდი ფინანსური ხარჯი გავწიეთ იმისათვის, რომ ყველაფერი მოგვეწესრიგებინა მთავრობის მოთხოვნების შესაბამისად. ეს არის არასერიოზული დამოკიდებულება სასწავლო პროცესის მიმართ და მისი დისტანციური მეთოდით ჩანაცვლება ჩვენთვის მიუღებელია, - ამბობს აქციის მონაწილე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 სექტემბრს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ 15 სექტემბერს სწავლა სასწავლო დაწესებულებებში დისტანციურად დაიწყება, პირველი ოქტომბრიდან კი საკლასო ოთახებში. 

ცნობისთვის, 9 სექტემბერს განათლების მინისტრმა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესი და პირობები“ დაამტკიცა.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი