სიმღერა, რომელიც მსგავსი დანაშაულების დანახვისას მომდის თავში, არის "უკან სსრკ-ში" | გალერი თბილისში თავდასხმებზე

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი 8 მაისის ღამეს თბილისში რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმებს ეხმაურება და წერს, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან, საქართველოში გაერთიანებული და კოორდინირებული სამოქალაქო მოძრაობა დაიწყოს, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდება და "ოცნების" ალტერნატივა იქნება არჩევნებზე.

"ერთადერთი სიმღერა, რომელიც მსგავსი დანაშაულების შემდეგ მომდის თავში, არის "უკან საბჭოთა კავშირში" (Back in the USSR) ჯერ კიდევ არ არის გვიან, რომ საქართველოში გაერთიანებული და კოორდინირებული სამოქალაქო მოძრაობა დაიწყოს, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდება და არჩევნებში "ქართული ოცნების" ალტერნატივად იქცევა" - წერს მაიკლ გალერი 

შეგახსენებთ, რომ დღეს თავს დაესხნენ ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს. ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმა ჩიქოვანს და "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს. არსებული ინფორმაციით, სახლში მიუვარდნენ გიორგი ონიანს.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი