პატარძლების აქცია პარლამენტთან

გამოქვეყნდა:

საპროტესტო აქცია პარლამენტთან. საკანონმდებლო ორგანოსთან პატარძლები, ივენთ მენეჯერები და გასართობი ცენტრების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინი მთავრობის მიერ პანდემიის გამო დაწესებულ აკრძალვებსა და რეგულაციებს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები საგანგებოდ მიმართავენ პრემიერმინისტრს, ბიზნესომბუდსმენსა და ჯანდაცვის სამინისტროს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმარონ, რათა ბაზარზე ოპერირება შეძლონ.

აქციაზე იმყოფება პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი, ზურაბ ჯაფარიძე. მისი თქმით, ამ ტიპის შეზღუდვებს არანაირი შინაარსი არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბრიდან იუბილეეების, ქორწილების, ქელეხების გამართვა აიკრძალა. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი