"ივანიშვილის მიერ, 29 აპრილს დაანონსებული რეპრესიები ამოქმედდა" | სამოქალაქო სექტორი ღამის თავდასხმებზე

გამოქვეყნდა:

ივანიშვილის მიერ, 29 აპრილს დაანონსებული რეპრესიები ამოქმედდა - ასე ეხმაურება სამოქალაქო სექტორი თბილისში, გასულ ღამეს მომხდარ თავდასხმებს. მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს არის ოპონენტებთან ბრძოლა რუსული უშიშროების სამსახურის მეთოდებით.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ ყველას, ვინც რუსული რეჟიმის თავდასხმის სამიზნე გახდა. მათივე განცხადებით, ყველა საქმეს მიჰყვებიან ბოლომდე და გამოავლენენ დამნაშავეებს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

„8 მაისს, ღამე, ხელისუფლებას ნერვებმა საბოლოოდ უმტყუნა და ნაადრევად დაიწყო იმის ჩვენება, თუ როგორ ქვეყნად აპირებენ საქართველოს ქცევას. ბიძინა ივანიშვილის მიერ 29 აპრილს დაანონსებული საგარეო ვექტორის ცვლილება და რეპრესიები უკვე თვალსაჩინოდ ამოქმედდა. ასობით მოქალაქესთან განხორციელებული მუქარისა და შეურაცხყოფის ზარები, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე ფიზიკურ თავდასხმებსა და ორგანიზებულ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ოლიგარქსა და მის მარიონეტებს ავიწყდებათ, რომ საქართველო არ არის რუსეთი, ქართველებმა ვიცით თავისუფლების ფასი. ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ჩვენ ბრძოლას რუსული უშიშროების სამსახურის მეთოდებით ვერაფერს დააკლებენ. ადამიანზე მიპარვით ზურგიდან თავდასხმას, სადარბაზოებში დევნას, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის კარის შემტვრევის მცდელობას ქართველი არასდროს მოიწონებს. ასე იქცევა რუსული რეჟიმი. ჩვენ, სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს. აქტიურ მოქალაქეებზე მიზანმიმართული თავდასხმის თითოეულ შემთხვევას, წინა კვირებში გამართულ აქციებსა, თუ ახლა, აუცილებლად ბოლომდე მივყვებით. მოვითხოვთ და უზრუნველვყოფთ დამნაშავეთა გამოვლენას. თავისუფლება ქართველი ხალხის მთავარი ღირებულებაა. ამიტომ, ვდგავართ და ვიდგებით საქართველოს ევროპული მომავლოს სადარაჯოზე, რუსული მეთოდებისა და ძალადობისგან ამ ქვეყნის დასაცავად. ამ ბრძოლას ქართველი ხალხი გამარჯვებით დაასრულებს, მოძალადეებს კი, სათანადო პასუხი აუცილებლად მიეზღვებათ", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ხელმომწერები:

  1. ა(ა)იპ “ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი”
  2. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  3. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის EECMD
  4. ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  5. გერგარტი
  6. დემოკრატიის ინსტიტუტი
  7. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  8. დემოკრატიის მცველები
  9. ევროპის ფონდი
  10. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
  11. ეკო ცენტრი
  12. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  13. თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN)
  14. თბილისი პრაიდი
  15. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI
  16. კომლი
  17. მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი -EECMD
  18. მწვანე ალტერნატივა
  19. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  20. პლატფორმა სალამი
  21. რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC)
  22. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი
  23. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  24. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  25. საზოგადოება და ბანკები
  26. საზოგადოებრივი მოძრაობა “მწვანეები”
  27. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება -ISFED
  28. სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი
  29. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  30. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  31. სასამართლოს გუშაგი
  32. საფარი
  33. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  34. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  35. საქართველოს ევროპული ორბიტა
  36. საქართველოს მომავლის აკადემია
  37. საქართველოს რეფორმების ასოციაცია -GRASS
  38. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
  39. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)
  40. სოციალური მუშაკები საზოგადოების კეთილდღეობისთვის
  41. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  42. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  43. უფლებები საქართველო
  44. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  45. ყვარელის ევროკლუბი
  46. შშმ ქალთა ალიანსი
  47. ცოდნის კაფე
  48. წამების მსხვერპლთს ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRT
  49. GrlzWave
  50. Promote Georgia 

შეგახსენებთ, გასულ ღამეს, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და სცემეს ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, ასევე ანტირუსული აქციების მონაწილეს და ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს,  ლაშა ღვინიანიძეს,  სახლთან დახვდნენ და სცემეს დიპლომატ გია ჯაფარიძეს, გარდა ამისა, დაუდგენელი პირები სახლში მიუვარდნენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გიორგი ონიანს.

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მტკიცებით, ყველა ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი