დიმიტრი ჩიქოვანი კლინიკაშია, უტარდება კვლევები და არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ | ენმ

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, დიმიტრი ჩიქოვანი, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ, კლინიკაში რჩება და უტარდება კვლევები.

"გუშინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან სამთავრობო ზონდერები თავს დაესხნენ და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. დიმიტრი ჩიქოვანი ამჟამად კლინიკაშია, მას უტარდება კვლევები და არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ", - წერია პარტიის განცხადებაში.

ცნობისთვის, 8 მაისის ღამეს თავს დაესხნენ სამ ადამიანს - ენმი-ის წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ლაშა ღვინიანიძეს და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერის ძმას, გია ჯაფარიძეს. შს მინისტრმა 9 მაისს თქვა, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი