ბჟანია და გაგლოევი მოსკოვში, 9 მაისის აღლუმს არ დასწრებიან | ვინ ჩავიდა ღონისძიებაზე?

გამოქვეყნდა:

აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების ე.წ. პრეზიდენტები მოსკოვში გამართულ 9 მაისის აღლუმს არ დასწრებიან. "ეხო კავკაზას" ცნობითმ არ გავრცელებულა ინფორმაცია, მიიღეს თუ არა მარიონეტებმა მიწვევა. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ მხოლოდ "ელჩები" - ალხას კვიცინია და ზნაურ გასიევი.

ფაშიზმზე გამარჯვების 79 წლისთავთან დაკავშირებულ აღლუმს, პუტინის გარდა, მოსკოვში ესწრებოდნენ ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ბელარუსის, თურქმენეთის პრეზიდენტები, ასევე სპეციალურად მიიწვიეს ლაოსის, გვინეა-ბისაუს და კუბის ლიდერები. 

აღლუმს არ დასწრებია სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც მოსკოვში გუშინ ჩავიდა ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის სამიტზე, თუმცა ის აღლუმზე არ დარჩენილა.

ღონისძიებაზე არ ყოფილან არც დასავლეთის ქვეყნების ლიდერები. იმყოფებოდნენ მხოლოდ უცხოელი დიპლომატები. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი