ჩიქოვანთან და ჯაფარიძესთან გამომძიებლები ამ დრომდე არ მისულან

გამოქვეყნდა:

ენმ-ის წევრი დიმა ჩიქოვანი და დიპლომატი გია ჯაფარიძე ამ დრომდე კლინიკაში იმყოფებიან, ფიზიკური დაზიანებების გარდა, მათ ტვინის შერყევა აღენიშნებათ და დღეს სამედიცინო დაწესებულებაში დარჩებიან.

მიუხედავად იმისა, რომ შს მინისტრი ამტკიცებს, რომ თავდასხმებზე გამოძიება დაიწყო, არც ჩიქოვანთან და არც ჯაფარიძესთან ამ დრომდე არ მისულან გამომძიებლები. ორივე მათგანი ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფება.

"სახლში დავბრუნდი გვიან და სახლთან მელოდებოდნენ. ზუსტად რამენი ადამიანი იყო არ ვიცი, ორი მინიმუმ, მაგრამ ალბათ უფრო მეტიც. ორი ნამდვილად ვიცი. ბეისბოლის ჯოხებივით რაღაც ეკავათ...როცა დამაგდეს, რამდენი მირტყამდა არ ვიცი, ორი მინიმუმ, ბევრი ფეხი მხვდებოდა, კანონს რატო ეწინააღმდეგებიო რაღაც ეს თქვეს" ამბობს გია ჯაფარიძე საავადმყოფოდან გამოგზავნილ ვიდეოკომენტარში.  

ჯაფარიძესაც და ჩიქოვანსაც გასულ ღამეს უცნობი პირები სახლებთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი