დაფინანსების, ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერება- EU-ში ყველა ვარიანტი განიხილება ამ კანონის მიღების შემთხვევაში | იოზვიაკი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ელჩების შეხვედრასთან დაკავშირებით, სადაც მათ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს, "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი "მთავარ არხთან" საუბრობს. როგორც ჟურნალისტი ამბობს, რამდენიმე ქვეყანა დიდ შეშფოთებას გამოთქვამს იმაზე, რაც ახლა ქვეყანაში ხდება და მათ სურთ არსებობდეს გეგმა, რომლითაც ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს რუსული კანონის მიღების შემთხვევაში: 

"ეს იყო საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა, რომელიც ყოველ ოთხშაბათს იმართება და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები განიხილავენ მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენებს. ბოლო დროს რუსეთისთვის სანქციების დაწესება განიხილება ხოლმე, მაგრამ გუშინ ასევე იყო საუბარი საქართველოზე და რამდენიმე ქვეყანა გამოთქვამს საკმაოდ დიდ შეშფოთებას თქვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მათ სურთ, რომ არსებობდეს გეგმა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ევროკავშირმა, თუ საქართველო ამ კანონს მიიღებს. შედეგი კი არის ის, რომ ისინი ყველა ვარიანტს განიხილავენ. აქ არის საუბარი დაფინანსების შეჩერებაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერებაზე და ასევე ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე. ასე რომ, ყველა ვარიანტი განიხილება და სწორედ ეს არის ის გზავნილი, რომელიც ბრიუსელიდან ახლა თბილისში მოდის.

ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საკმაოდ რთული საკითხია, ამას დრო სჭირდება და ასევე არგუმენტები. ეს არის უკიდურესი ვარიანტი და ამ ეტაპზე ნაკლებად მოსალოდნელია, მე ასე ვიტყოდი. თუმცა, თავად ფაქტი, რომ ქვეყნები ამაზე საუბრობენ, მიანიშნებს, რომ ეს არც ისე შეუძლებელია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს." ამბობს იოზვიაკი.

ჟურნალისტი განმარტავს პროცედურას, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას სჭირდება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი საკმაოდ რთულია, ამისთვის უბრალო უმრავლესობაც საკმარისია: 

"ამ გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება კვალიფიცირებული უმრავლესობა. ერთსულოვნება აუცილებელი არ არის და საკმარისია უბრალო უმრავლესობა. ეს მოხდება, თუ იქნება მკაფიო არგუმენტები. ვნახოთ, რა მოხდება, თუმცა ეს უბრალოდ საუბარია და ისინი რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. ახლა ისინი ელოდებიან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველო ამ კანონთან დაკავშირებით და შემდეგ იქნება პასუხი. 

თუ ეს კანონი მიიღეს, მერე ევროკავშირი დაიწყებს მსჯელობას. როგორც ვიცი, მინიმუმ ორი სამიტია ევროკავშირში ივნისში. რა თქმა უნდა, ძირითადად საუბარი იქნება იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს კომისიის თუ საბჭოს შემდეგი თავმჯდომარე, თუმცა სხვა საკითხებიც იქნება განხილული. ასე რომ, ზაფხულში საქართველოს თაობაზე ნებისმიერი სახის გადაწყვეტილებას ველით." ამბობს იოზვიაკი "მთავართან".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი