მინდა ვურჩიო "ოცნებას", ნუ გადაიყვანს პროცესებს იმ კალაპოტში, როცა გამარჯვება იქნება მორევაზე და ისეთ ვითარებაში ნუ ჩაგვაგდებენ, როცა მათი დაცვა შეუძლებელი გახდება | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით ამბობს, რომ უზურპატორები ასე ამთავრებენ. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ისტორიის ნათელ მხარეს არიან, ყოველთვის იმარჯვებენ.

"არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მოდი ასე ვთქვათ, გასაგებია რომ შიშის დათესვაა, გასაგებია, რომ აქეთ მიდის ყველაფერი, იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვთ, ზოგადად, უზურპატორები ასე ამთავრებენ, მაგრამ ამთავრებენ, ასე არ იწყებენ. ეს ხდებოდა რუსეთში, ახლაც ხდება რუსეთში, უარესები მომხდარა სხვაგანაც, ადამიანები, ვინც არიან მართლები, ვინც ისტორიის ნათელ მხარეს არიან ყოველთვის იმარჯვებენ. საქართველო ბელარუსი არ არის, საქართველო ევროპული საზოგადოებაა, საქართველოს აქვს თავისი არჩევანი გაკეთებული, საქართველო ვეფხისტყაოსნის ქვეყანაა და იქ არის ზუსტად, რომ კეთილი სძლევს ბოლოს, ეს არის უნივერსალური ფრაზა, ასე მოხდება ახლაც, არ გვეშინია, ძალიან გულწრფელად მინდა ვურჩიო ქართულ ოცნებას, ნუ გადაიყვანს პროცესებს იმ კალაპოტში, როდესაც გამარჯვება იქნება მორევაზე, იმიტომ, რომ თვითონ მალე გახდებიან დასაცავები, ძალიან მალე და ისეთ ვითარებაში ნუ ჩაგვაგდებენ ყველას, როცა მათი დაცვა გახდება შეუძლებელი, ასეთი ვითარება არის ახლოს, ისე იქცევიან", - ამბობს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, 8 მაისის ღამეს თავს დაესხნენ სამ ადამიანს - ენმი-ის წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ლაშა ღვინიანიძეს და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერის ძმას, გია ჯაფარიძეს. შს მინისტრმა 9 მაისს თქვა, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი