აუცილებლად იქნება ევროპის დღე საქართველოსთვის და ბელარუსისთვის | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება უნდა გასცდეს იმ სახელმწიფოების ჩამონათვალს, რომლებსაც უკვე აქვთ კანდიდატის სტატუსი და ის უნდა მოიცავდეს ბელარუსსაც. შესაბამისი განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა:

„ჩვენ შევასრულეთ ყველა პირობა, რომ ივნისში დამტკიცდეს მოლაპარაკებების ჩარჩო და მართლაც დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც იმსახურებენ ევროკავშირში ყოფნას, ევროპული ერთიანობა ნამდვილად მუშაობდეს, რომ მათაც მოახდინონ თავიანთი კანდიდატის სტატუსის რეალიზება.

ევროპა არის როგორც ბალკანეთი, ასევე მოლდოვა და აუცილებლად იქნება ევროპის დღე საქართველოსთვის და ევროპის დღე ბელარუსისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი