"ძალადობა საკუთარ მოქალაქეებზე... შს მინისტრი ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას" | ოპოზიციის ერთობლივი განცხადება თავდასხმებზე

გამოქვეყნდა:

ევროპის დღეს "ოცნების" ხელისუფლებამ ტერორი მოუწყო საკუთარ ხალხს - ასე აფასებს ოპოზიცია თავდასხმებს. ერთბლივი განცხადება რუსთაველის თეატრის წინ გაკეთდა. პოლიტიკოსები მოუწოდებენ საზოგადოებას, შემოუერთდნენ 11 მაისს ევროპის მარშზე და უარი უთხრან რუსეთის გეგმებს საქართვლოში.

გუშინ "ქართულმა ოცნებამ" სწორედ ევროპის დღის საწინააღმდეგო მოქმედებები განახორციელა. მან გამოუცხადა ტერორი საკუთარ მოქალაქეებს. გუშინ მან ცალსახად აჩვენა საზოგადოებას, რომ მას არ შეუძლია განსხვავებულ ადამიანებთან, განსხვავებულ პოლიტიკური ხედვის ადამიანებთან თანაარსებობა. უფრო მეტიც, ის გადასულია ტერორსა და ძალადობაზე და ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი აბსოლუტურად ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას და დაკავებულია პოლიტიკური შურისძიებით იმიტომ რომ იოლად ახერხებს აქციაზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეების იდენტიფიცირებას, მაგრამ ვერ ახდენს იმ მოძალადეების იდენტიფიცირებას, რომლებიც პოლიტიკური პარტიების, აქციების მონაწილეების დევნას და ცემას ახდენენ ამ ქვეყანაში.

ამიტომ, ჩვენ არ დავთმობთ ერთ ნაბიჯზეც ევროპულ ღირებულებებს, ჩვენს ევროპულ მომავალს. ვიქნებით მტკიცედ და ერთიანად ევროპული ღირებულებების და საქართველოს დაცვის სადარაჯოზე, - ამბობს თამარ კორძაია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი