გოჩა ჯავახიშვილი თბილისში ჩემოდნების ამოლაგებასაც ვერ მოასწრებს, რომ უკან მოუწევს დაბრუნება, კოალიციური მთავრობის პირობებში | ჭიაბერაშვილი

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი საფრანგეთში, საქართველოს ელჩის, გოჩა ჯავახიშვილის გადადგომის გადაწყვეტილებას ეხმაურება. ჭიაბერაშვილის თქმით, ყველასათვის ნათელია, რომ ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს საგარეო კურსი შეცვალა და ასეთ ფონზე, შეუძლებელია პროფესიონალმა დიპლომატებმა არ გაიაზრონ რას ნიშნავს საქართველოს იზოლაცია დასავლეთისგან:

"გოჩა ჯავახიშვილის ნაბიჯი არის მნიშვნელოვანი სიგნალი საქართველოს დიპლომატიური კორპუსისთვის აქ თბილისში - საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე მისიებში, რომ მათ გააკეთონ დღეს არჩევანი როგორ ხედავენ ქვეყნისა და საკუთარ მომავალს.

გოჩა ჯავახიშვილი არის ძალიან გამოცდილი პროფესიონალი და მე მასთან მაკავშირებს პირადი ურთიერთობა. მინდა ვთქვა, რომ ის არის ძალიან მაღალი, ევროპული ღირებულებების მქონე ადამიანი და მისი ეს ნაბიჯი დარწმუნებული ვარ ბევრისთვის გასაკვირი არ ყოფილა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიპლომატიური კორპუსის სხვა თანამდებობებისგან იმას, რომ დაგმონ ივანიშვილის მიერ საგარეო კურსის ცვლილება... 

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის თბილისში ჩემოდნების ამოლაგებასაც ვერ მოასწრებს, რომ მას უკან მოუწევს დაბრუნება დიპლომატიურ მისიაში, ოღონდ არა ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში, არამედ ახალი კოალიციური მთავრობის პირობებში, რომელიც ქვეყანას ევროკავშირშიბ შეიყვანს. გოჩასაც და სხვებსაც დიპლომატიურ სამსახურში კიდევ ბევრი საქმე აქვთ გასაკეთებელი ჩვენი ქვეყნისთვის." აცხადებს ჭიაბერაშვილი.

შეგახსენებთ, გოჩა ჯავახიშვილმა დღეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა. ჯავახიშვილი მიზეზად რუსულ კანონს ასახელებს.  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი