მუქარისშემცველი ზარები, ქონების დაზიანება და ფიზიკური ანგარიშსწორება | ძალადობა ძალაუფლების შესანარჩუნებლად

გამოქვეყნდა:

ბართლომეს ღამე, ბროლის ღამე და პოგრომი - საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ ამ სახელებს იხსენებენ იმ მოვლენებისთვის, რომლებიც საკუთარმა ხელისუფლებამ წუხელ თვის მოქალაქეებს მოუწყო. სასტიკი ფიზიკური ძალადობა მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაწყებული შურისძიების ტალღის. მუქარისშემცველი ზარების, ქონების დაზიანების და ცემის შემდეგ დღეს დილით ადამიანებს, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან, დახვდათ შეურაცხმყოფელი წარწერები და პლაკატები ბინების კარზე, სახლებთან და სამუშაო ოფისებთან. ყველა მსხვერპლი დარწმუნებულია, რომ ამ ფსიქოლოგიური ტერორის დამკვეთიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლანია, რომელიც აგონიაში ძალადობას ებღაუჭება ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი