"ჩვენს პარტნიორებს ზოგიერთმა ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მიაყენა, თუნდაც დღეს, იმ ცარიელი სკამებით" | პრეზიდენტი "ოცნებაზე"

გამოქვეყნდა:

"ჩვენს პარტნიორებს ზოგიერთმა ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მიაყენა, თუნდაც დღეს, იმ ცარიელი სკამებით," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების მოედანზე, ევროპის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და რუსთაველის თეატრში ევროპის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე "ოცნების" წევრების არმისვლას გამოეხმაურა. 

"ადამიანმა თუ არ იცის, ვინ არის მოყვარე და ვინ არის მტერი, ვერ გაარჩევს თავის გზას. ასევეა ქვეყანაც. ჩვენს პარტნიორებს ზოგიერთმა ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მიაყენა, თუნდაც დღეს, იმ ცარიელი სკამებით. ამის მიუხედავად, ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა, ისე რომ არ დავუშვათ ვინმემ რაიმე პროვოკაციაზე წამოგვაგოს. არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმემ რაიმე კონფრონტაციაში შეგვიყვანოს, როგორც აქამდე, მშვიდობიანად, ხალისიანად, იმედიანად მივდიოდით ამ გზაზე, ასევე უნდა გაგრძელდეს," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი