"საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას და პრინციპებზე უარის თქმას" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას და პრინციპებზე უარის თქმას," - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების მოედანზე, ევროპის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და დაამატა, რომ საჯარო სამსახური ნიშნავს, საკუთარი ქვეყნის ერთგულებას. 

"მინდა ვთქვა ერთი მაგალითი, ჩვენი ერთი ელჩი... თავის დროზეც იყო ერთი მაგალითი, ლევან მიქელაძის. დღეს გაგვიჩნდა მეორე მაგალითი იმისა, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება, თავისი სინდისი შეინარჩუნოს და ჩვენც მოგვცეს მაგალითი. საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას. არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას. ეს ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის და არც ერთი პარტიის, შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო ბოლომდე," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი