მე ხომ ვიცი, რომ ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია, გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი | გახარია მუქარის შემცველ ზარებზე

გამოქვეყნდა:

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, ექსპრემიერი გიორგი გახარია, რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ განხორციელებულ მუქარის შემცველ ზარებს ეხმაურება და ყოფილ თანაგუნდელებს მიმართავს, რომ გააჩერონ ეს "სამარცხვინო პროცესი."

"ადამიანებს, ახალგაზრდებს, მათ შორის, ბავშვებს, ურეკავენ ჯერ მუქარით, შემდეგ გინებით. თანაც მიზანმიმართულად შერჩეულ ნომრებზე, კონკრეტულ დროს, კონკრეტული გეოლოკაციით.

მე ხომ ვიცი, რომ ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია! ვინ უზრუნველყოფს ამ ოპერატიულ მხარდაჭერას - თქვენც იცით.

გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა!

ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

გრიგოლ ლილუაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / state security service of georgia

ირაკლი შოთაძე - საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia

ანზორ ჩუბინიძე - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

Irakli Garibashvili

Kakha Kaladze," - წერს გახარია სოციალურ ქსელში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი