მეწარმე კანდიდატები "ოცნებიდან" - მაჟორიტარობის კანდიდატების ბიზნესინტერესები

გამოქვეყნდა:

მეწარმე კანდიდატები "ოცნებიდან" გოჩა ენუქიძე, ზაალ დუგლაძე, ირაკლი ხახუბია, დავით სონღულაშვილი, ბეჟან წაქაძე - "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის ეს კანდიდატები, გარემოცვასთან ერთად, მმართველი პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველები არიან

"საერთაშორისო გამჭვირვალობამ" გაარკვია, რომ "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების ნახევარზე მეტს ბიზნესინტერესები ამოძრავებს და სამეწარმეო საქმიანობაში არიან ჩართულები, მათი უმეტესობა კი 2012-20 წლებში "ოცნების" შემომწირველთა სიაშიც არიან. 

ირკვევა, რომ "ოცნების" დეპუტატები სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაშიც მონაწილეობენ, მათ შორის არის პარლამენტის დეპუტატი ბექა ოდიშარიაც.  თუმცა, თავად ოდიშარია „საერთაშორისო გამჭვრივალობის“ კვლევას აკრიტიკებს და ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის სტანდარტებში ეჭვი ეპარება.

საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევით დგინდება, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა 2012-2020 წლებში ქართულ ოცნებას 3,702,826 ₾ შესწირეს.

 

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი