მთავრობის პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ დღეს კობახიძე ბიზნესმენებს შეხვდება

გამოქვეყნდა:

მთავრობის პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ დღეს, 10 მაისს, 17:00 საათზე პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესმენებს შეხვდება. 

პრესსამსახურში "მთავარ არხს" უთხრეს, რომ რაც კობახიძე პრემიერი გახდა, ამ ფორმატის შეხვედრა ბიზნესთან არ ყოფილა და ის რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა.

შეხვედრა მედიისთვის დახურულია. 

მანამდე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს მთავრობის კანცელარიაში "დაბარებული ჰყავდათ" ბიზნესმენები და რომ მათ მოსთხოვენ მხარი დაუჭირონ რუსულ კანონს, ოჯახის წევრებმა და თანამშრომლებმა არ იარონ ანტირუსულ აქციებზე. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი