დედებს მოგი**ნავთ ტო, თქვენ და**ევებულ დონორებს რა ჰგონიათ | "ოცნების" შავი პროპაგანდისტი დეპუტატი სამხარაძე მოქალაქეს აგინებს და ემუქრება

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე მოქალაქეს სწერს, აგინებს და ემუქრება. ინფორმაცია Facebook-ზე ნათია გაბრავამ გაავრცელა. 

მან გამოაქვეყნა მიმოწერის "სქრინი" სადაც ჩანს, რომ სამხარაძემ მას თავისი შვილის მიმართ მუქარის შემცველი შეტყობინების გაგზავნა დააბრალა, შემდეგ დაემუქრა და შეურაცხყოფა მიაყენა. გაბრავა წერს, რომ მის გარდა დეპუტატი ემუქრება მის მეგობარსაც.

მოქალაქემ პოსტი გუშინ გამოაქვეყნა და ამბობს, რომ მისი ნახვის შემდეგ დეპუტატი აგრძელებს შეურაცხყოფის მიყენებას.

"შენ მიკლავ შვილს? შენი დაორგანიზებულია ჩემთან ზარები, როგორც გინდათ და საიდანაც გინდათ ამის მომწერი მიპოვეთ, თუ არა, ესე იგი თქვენი დაორგანიზებულია" - მიწერა სამხარაძემ მოქალაქეს, რაზეც ის პასუხობს "რას ბოდავ?"

"მიხაკებს მოგიტან აუცილებლად შენი სასტავიდანაა მოწერილი, სულ ცოტაც და მოგაგნებთ, შენც დამნაშავე ხარ" - ჩანს კიდევ ერთ "სქრინში".

"შენ მე მეუბნები ახლა რომ ფეიკი გავაკეთე ჩემ შვილზე? ეგეთი დედამ***ნულები როგორ ხართ გოგო? სა გაჩნდით თქვენ დედებს **ვეცი მე, სად იზრდებოდით თქვე ბ***სშვილებო. [...] მტყუნის დედას **ვეცი მე, რამდენიც ეგ ფეიკი არ არის და იმ მტყუნის დედას **ვეცი რამდენადაც თქვენ ძაან კარგად იცით ვინ მომწერა მაგრამ დედას მო***ყნავ, მივაგნებ მაინც. [...] შენი აყორლებული ნაცი დედას **ვეცი მე, დედებს მოგი**ნავთ ტო, თქვენ რა გგონიათ, თქვენ და**ევებულ დონორებს რა ჰგონიათ, მაგ *ლეებს მაგათ, პიდარასტებს გავამარჯვებინებთ აქ? [...] თქვენი დედის მუ**ებს მო***ნავ ნახე", - ისმის ხმოვან შეტყობინებაში რომელსაც დეპუტატი მოქალაქეს უგზავნის.

მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს:

"საღამოს, 21:56 საათზე მომდის სამხარაძის მოკლე ტექტური შეტყობინებები, სადაც მაბრალებს მისი შვილის ჯანრმთელობის დაზიანების მუქარის შემცველი მესიჯის გაგზავნას და მადანაშაულებს მისი შვილის მოკვლის გეგმაში მონაწილეობას.

ჩემს მითითებაზე, რომ ეს წარმოადგენდა ცრუ ბრალდებას და სამართალდამცავ ორგანოს თავად გაემოძიებინა შემთხვევა, მპასუხობს გინებით (ვიდეო კომენტარებში)მემუქრება გამწარებით, “მიხაკების” მოტანით და ა.შ".

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი