"ვასაჯაროვებთ იმ ადამიანის ვინაობას, რომელიც დადასტურებულად ვიცით, რომ სუსია - ზვიად გეთია" | "გირჩი - მეტი თავისუფლება"

გამოქვეყნდა:

"ვასაჯაროვებთ იმ ადამიანის ვინაობას, რომელიც დადასტურებულად ვიცით, რომ სუსია - ზვიად გეთია", - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლება" სოციალურ ქსელში წერს და მასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. პარტია წერს, რომ მათთან დაკავშირებული კადრები და დამონტაჟებული ჩანაწერების ნაწილი სუსს სწორედ გეთიამ მიაწოდა.

ვასაჯაროვებთ იმ ადამიანის ვინაობას, რომელიც დადასტურებულად ვიცით, რომ სუსია - ზვიად გეთია. 
პირველად ჩვენთან Institute For Individual Liberty-ის ბანაკში გამოჩნდა, შემდეგ აქტიურად დადიოდა ოფისში, ესწრებოდა შეხვედრებს. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია მოგვაწოდეს მასზე და ეჭვი გაგვიჩნდა, ვესაუბრეთ და ჩვენგან გაქრა. 

შემდეგ დაუახლოვდა სხვადასხვა ორგანიზაციებს, ჩვენ ჩვენი მხრიდან გავაფრთხილეთ ყველა, ვისთანაც ხმა მიგვიწვდებოდა. ახლაც შემჩნეულია სხვადასხვა ორგანიზაციის საჯარო შეკრებებზე, აქტივისტებს ეხმარება იურისტის ამპლუაში. 

ჩვენთან დაკავშირებული კადრებისა და დამონტაჟებული ჩანაწერების ნაწილი მისი მიწოდებულია სუსისთვის, - წერს "გირჩი - მეტი თავისუფლება".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი