ბრიტანეთის საელჩო მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომთა უკანონო დაშინება

გამოქვეყნდა:

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ქვეყენაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მთავრობას, დაუყონებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნას ყველანაირი უფლებადარღვევა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას, მისი დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად.

"გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყონებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნას ყველანაირი უფლებადარღვევა. მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოღალატეებად შერაცხავს, ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში.

გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას, მისი დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად", - წერია განცხადებაში.

ცნობისვის, ბოლო დღეების განმავლობაში არაერთ მოქალაქეს დაურეკეს უცნობი ნომრებიდან, მიაყენეს პირადი შეურაცხყოფა და დაემუქრნენ. გარდა ამისა, ბოლო ორი დღის განმავლობაში ანტირუსული აქციის მონაწილეებს სახლებთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი