შსს აქციების დროს სანიმუშოდ იქცეოდა...შეეძლოთ გამოეყენებინათ რეზინის ტყვიები და არ გამოიყენეს, პოლიცია უფრთხილდება რომ მოქალაქეები ზედმეტად არ დაზიანდნენ | პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

შსს, ხედავდით თქვენ აქციების დროს, სანიმუშოდ იქცეოდა მათ შორის, აქციის მონაწილეთა დაცვის მხრივ, ჟურნალისტების დაცვის მხრივ. საუკეთესო სტანდარტებზე მეტად. შს მინისტრმა თქვა კიდევაც, რომ როდესაც პარლამენტზე იყო ძალადობრივი თავდასხმა აქციის მონაწილეთა მხრიდან, უკვე იყო დამდგარი მომენტი, როდესაც შეეძლოთ გამოეყენებინათ რეზინის ტყვიები და არ გამოიყენა პოლიციამ. უფრთხილდება ყოველ ჯერზე იმ მდგომარეობას, რომ მოქალაქეები ზედმეტად არ დაზიანდნენ, ვინაიდან ვიცით თუ რა ძალები დგას ამის უკან საერთო ჯამში, რომლებიც იყენებენ გარკვეულწილად მარიონეტად აქციის წარმომადგენლებს და მიჰყავთ ძალადობისკენ.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც მისივე თქმით, მომავალი კვირის გეგმებზე იმსჯელეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი