ქუთაისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მასშტაბური მსვლელობისთვის ემზადებიან. პროტესტის მონაწილეები დავით აღმაშენებლის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით 19:00 საათზე ჯერ "ქართული ოცნების" ოფისის მიმართულებით მსვლელობით წავლენ, შემდეგ კი აქცია მერიასთან გაგრძელდება.
აქციის მონაწილეები "ქართულ ოცნებას" ანტიდასავლური და ანტიევროპული კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ საქართველოს გზა ევროპაშია და არა რუსეთში.