მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერი კობახიძე ბიზნესმენებს ხვდება. შეხვედრა მედიისთვის დახურულია. ბიზნესის წარმომადგენლებმა მხოლოდ მცირე კომენტარები გააკეთეს მედიასთან კანცელარიაში შესვლამდე. ისინი მთავრობას აქებენ და აცხადებენ, რომ "ასეთი ლოიალური მთავრობა ბიზნესისთვის, ჯერ არ გვყოლია".
მათი ნაწილი რუსულ კანონსაც მხარს უჭერს და ამბობს, "გამჭვირვალობასა და ღიაობაში " პრობლემას ვერ ხედავენ:
რას ნიშნავს რუსული კანონი ვერ ვხვდები...რატომ უნდა ვიწოდო რუსული ამას ვერ ვხვდები? მე არ მინდა ისეთი განცხადება გავაკეთო, რომელიც მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ იქნება საპირისპიროდ, მაგრამ მე ვერ ვხედავ პრობლემას ვერც გამჭვირვალეობაში და ვერც ღიაობაში" ამბობს კობახიძესთან მისეული ერთერთი ბიზნესმენი.