"მთავარის" წყარო: ანტირუსული აქციების მონაწილეებზე ანგარიშსწორება ხელისუფლებამ "კრიმინალურ ავტორიტეტებს" დაავალა | სუს-ის საიდუმლო შენობა თბილისში და მოქმედების სქემა

გამოქვეყნდა:

სანდრო წყარო "მთავარ არხს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უყვება, თუ როგორ დაიგეგმა ლილუაშვილის უწყებაში ხელისუფლების ოპონენტებზე თავდასხმა. წყაროს ინფორმაციით, "ოცნებამ" ამჯერადაც ფსონი ქუჩის კრიმინალებზე  ე.წ კანონიერ ქურდებსა და მეტადონის პროგრამაში ჩართულ პირებზე დადო, სწორედ მათ ნაწილს დაავალა "ოცნებამ" რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებზე ფიზიკური ანგარიშსწორება. 

უკანონო დავალებების შემსრულებელთა რიგებში არიან ქართულ ოცნების პარტაქტივის წევრებიც. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ვინც რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს მობილურზე ურეკავდა, აგინებდა და აშანტაჟებდა გიორგი შუკვანია. 

წყაროს ინფორმაციით,  მმართველმა პარტიამ  გიორგი შუკვანს უკანონო დავალებების შესრულება დაუფასა და  ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში დაასაქმა. 

"მთავარ არხს" წყარო უყვება, რომ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ერთ-ერთი გადამალული შენობა გოთუას ქუჩაზე აქვს. შენობა რუკაზე მონიშნულიც არ არის.  ტერიტორიაზე გარეშე პირთა შესვლა, მითუმეტეს კამერით, შეუძლებელია. შენობას დაცვის თანამშრომლების გარდა 20-მდე სათვალთვალო კამერა იცავს. სანდო წყაროს ინფორმაციით სწორედ ამ შენობიდან რეკავენ ხელისუფლების დავალებით მოქალაქეების საგინებლად და დასაშინებლად. 

კამერის გამოჩენამ გოთუას ქუჩაზე მდებარე სუს-ის შენობის თანამშრომლები დააბნია. 

მთავარ არხზე მოსული შეტყობინებების მიხედვით, თავდასხმების ნაწილი ესპანეთში, ქურდული სამყაროს წარმომადგენლების დახმარებით დაიგეგმა. სანდო წყაროს ინფორმაციითვე, ორგანიზებულ თავდასხმას ადგილზე დახმარებას ხელისუფლებასთან გარიგებული ე.წ კანონიერი ქურდები ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" და გიორგი მარსაგიშვილი იგივე " ტარაკანა" უწევენ. 

შემსრულებლებს შორის არიან ის პირებიც, რომლებიც რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს გმირთა მოედანზე მუშტებით და წიხლებით სასტიკად გაუსწორდნენ. ახალგაზრდებზე განხორციელებული თავდასხმიდან მალევე მთავარმა არხმა მოახერხა თითქმის ყველა მოძალადის იდენტიფიცირება, თუმცა ამ 1 კვირის განმავლობაში არცერთი თავდამსხმელი დაკავებული არ არის.  ერთ-ერთი მათგანი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა 34 წლის ჯონდო ურიადმყოფელია. ურიადმყოფელს დღეს საცხოვრებელ სახლთან მივაკითხეთ, თუმცა სავარაუდო მოძალადე დღეს მთავარი არხის კამერასთან არ გამოჩენილა. კამერასთან არ გამოჩნდა კიდევ ერთი სავარაუდო მოძალადე კიკბოქსინგის მწვრთნელი დავით ჯავახია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი