ჩასაფრება და ცემა | "ოცნების" სადამსჯელო ოპერაციის მეორე დღე

გამოქვეყნდა:

ოცნების სადამსჯელო ოპერაციის დღე მეორე. თავდასხმების სერია გრძელდება. სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს გირჩი მეტი თავისუფლების წევრი ბორის ჩელე ყურუა, რომელსაც მოძალადეები სახლთან ჩაუსაფრდნენ და ხელკეტებით  სასტიკად გაუსწორდნენ. ძალადობრივი ჯგუფის სამიზნე გახდა პარტია ახალი წევრი ნოდარ ჩაჩანიძეც, რომელსაც ასევე სახლისკენ მიმავალ გზაზე დახვდნენ. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზე თავდასხმის 2 წარუმატებელი  მცდელობა ჰქონდათ მოძალადეებს, ორივე შემთხვევაში გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერმა თავდაცვა შეძლო და დღეს იძულებული გახდა ჰაერშიც გაესროლა.

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი