ირაკლი კობახიძე ახალგაზრდების წინააღმდეგ - საქართველოს პრემიერ მინისტრი ღია წერილს აქვეყნებს და რუსული კანონი მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს ილია ჭავჭავაძის მკვლელს ადარებს. ვრცელ გზავნილში კობახიძე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე წერს და საკუთარი პოზიციიდან ხსნის აქციებში ჩართული ახალგაზრდების ლოგიკას და მოტივაციას. პრემიერი ამბობს, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი არაგულწრფელი ნაციონალები არიან. კობახიძე სტუდენტებს ცოდნასაც უწუნებს და ინტელექტის მიხედვით ჰყოფს საქართველოს მოქალაქეებს. რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს საშუალო ინტელექტის მქონეებად მიიჩნევს და ამტკიცებს რომ მაღალი ინტელექტის მოქალაქეები ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან.