სასწორზე დევს ევროატლანტიკური გზა და ზიანს აყენებს საქართველოსა და აშშ-ს ორმხრივ ურთიერთობას | ლუკ კოფი რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარი, ლუკ კოფი "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ რუსული კანონით სასწორზე დევს საქართველოს ევროატლანტიკური კურსი და ზიანი ადგება აშშ-საქართველოს ურთიერთობებს:

მინდა ვუთხრა ქართულ ოცნებას და ასევე ქართველ ხალხს, თუ რა დევს სასწორზე ამ კანონპროექტით. ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროატლანტიკურ გზას და ასევე ზიანს აყენებს საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივ ურთიერთობას. ამიტომ, მე ვთვლი, რომ აშშ-მა მკაფიოდ უნდა აუხსნას ქართველ ხალხს, თუ რა ვითარებაა ახლა.

ჩემი აზრით, საუკეთესო გამოსავალი იქნება იქნება, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ ერთიან პლატფორმაზე, განახორციელონ თავიანთი კონსტიტუციური უფლებები და არჩევნებზე შეეცადონ რომ შეცალონ არსებული ხელისუფლება" ამბობს კოფი.  

ცნობისთვის, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში საქართველო დასავლური პოლიტიკური ყურადღების ცენტრში იქნება. ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები ერთმანეთის მიყოლებით გეგმავენ ვიზიტებს თბილისში. ქვეყანაში ჩამოდი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ობრაიენი, რომელიც ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელი იყო და ამ რანგით ერთხელ უკვე იმყოფებოდა საქართველოში. თბილისში ასევე ჩამოდიან ევროპული ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტების ლიდერები და ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო მინისტრები. ყველა ვიზიტის მიზეზი ქართლი ოცნების მიერ რუსული კანონის მიღებაა.

ობრაიენი შეხვდება ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე არასამთავრობო სექტორს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი