კითხვები გაჩნდა, რა სურს საქართველოს მთავრობას, რადგან მათი ქმედებები არ ეპასუხება იმ მოთხოვნებს, რაც EU-ს წევრობისთვისაა საჭირო | ფიშერი

გამოქვეყნდა:

ახლა კითხვები გაჩნდა იმაზე, თუ რა სურს საქართველოს მთავრობას, რადგან მათი ქმედებები არ ეპასუხება იმ მოთხოვნებს, რაც [EU-ში] წევრობისთვისაა საჭირო. წევრობა გულისხმობს გადმოინერგოს ევროპული სამართლებრივი ნორმებისა და სტანდარტების მთელი წყობა. თუკი, იმ კანონების მიღება მოხდება, რაც ამ ნორმებს ეწინააღმდეგება, მაშინ ჩვენ უკვე პრობლემას ვაწყდებით. ეს წევრობას ართულებს, ჩვენ კი ამ გზას რეალურად ვადგავართ და აქტიურად ველაპარაკებით ქართულ მთავრობას. ჩვენ აქ ვართ, რათა მთავრობას დავეხმაროთ ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში, მაგრამ ეს საქართველოსაც უნდა სურდეს...

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ, ამ დრომდე ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავთ 9 პუნქტთან დაკავშირებით. ახლა მაისია და პროგრესი თითქმის შეუმჩნეველია. საქართველო ერთ-ერთია 10 კანდიდატ ქვეყანას შორის, 9 დანარჩენი ქვეყანა კი უფრო მეტ ძალისხმევას იჩენს წევრობისთვის. არ მინდა, იმედი დავკარგო, მაგრამ თუკი ფხიზლად შევაფასებთ, ამ 9 პუნქტზე პროგრესი ძალიან მცირეა.

ამბობს გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი Movement-თან ინტერვიუში 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი