სახლთან მოაწყეს ჩასაფრება, სადარბაზო ააჭრელეს წარწერებითა და პლაკატებით | ამაღლობელი

გამოქვეყნდა:

მწერალი რატი ამაღლობელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ღამით სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს, სადარბაზოზე კი სიძულვილის ენის შემცველი პლაკატები გააკრეს.

"ბევრი მირეკავს, მწერს, მეგობრებო კარგად ვარ, გამთენიამდე სახლთან მოაწყეს ჩასაფრება, სადარბაზო ააჭრელეს წარწერებითა და პლაკატებით. ძალიან მალე დამკვეთები შემსრულებლებთან ერთად დადგებიან და საკუთარი ხელით გაწმენდენ კედლებს, სადარბაზოებს. ვარ მტკიცე როგორც არასდროს. გავიმარჯვებთ სახელოვნად," - წერს ამაღლობელი.

ცნობისთვის, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ხვდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ამისა, უცნობი პირები ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მონაწილეებს, მათ ოჯახის წევრებს, მათ შორის არასრულწლოვან ბავშვებს. 

თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისებთან, მედიაორგანიზაციების ოფისებთან, ჩნდება პოსტერები და წარწერები, რომლებიც შეურაცხმყოფელი შინაარსისაა. 

ფოტო: "პუბლიკა" 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი