არსებული ინფორმაციით, ბლოგერის, უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს.
ინფორმაციას აბაშიძის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ადასტურებს.
თუთბერიძემ "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრა, რომ სამართალდამცავებმა მას სამსახურში მიაკითხეს და წაიყვანეს. იაშვილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტშია გადაყვანილი.
უცნობია რას ედავებიან მას.
ბლოგერი უჩა აბაშიძე, 9 მაისს დააკავეს. მანამდე პოლიცია რამდენიმესაათი ჩხრეკდა სახლს, ადვოკატს კი ბინაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 8 თვის წინ თავად უჩა აბაშიძე ვარაუდობდა, რომ შესაძლოა მის წინააღმდეგ მსგავსი ქმედებები დაწყებულიყო. ვიდეოში, რომელიც მას სოციალურ ქსელში აქვს ატვირთული, თავად ყვება, რომ მას ყველა იარაღი აქვს რეგისტრირებული და ჩხრეკის შემთხვევაში გაფრთხილებული ჰყავს მეგობრები. იხსენებს იმასაც, თუ როგორ აჩერებს პოლიცია მას ქუჩაში.
პოლიცია აბაშიძეს მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს.
ადვოკატის ინფორმაციით, ჩხრეკა უჩა აბაშიძის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. სამართალდამცველები შევიდნენ აბაშიძის ცოლის, მარიამ იაშვილის სახლშიც.