"რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. აუცილებელია პარტნიორებთან დიალოგის გაგრძელება, საუბარი, რა თქმა უნდა, მე ვარ მომხრე იმისა, რომ მოხდეს ამ გაუგებრობის განმუხტვა. ეს უნდა გავაქარწყლოთ, ყველა კითხვა უნდა მოიხსნას ჩვენ შორის. დღეს რთული სიტუაციაა, რთული ვითარებაა, ქვეყანას სხვა უამრავი გამოწვევები აქვს, იგივე ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, სხვა მიმდინარე თემები, რეგიონში როგორი ვითარებაა ხედავთ მეგობრებო, უკრაინაში ომი არ ჩერდება და არც გაჩერდება დიდი ხანი, ამას ემატება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ამძიმებს ისედაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოს და ვითარებას, ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, მე ვარ მომხრე იმისა, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ჩვენი მთავარი მიზანი ეს უნდა იყოს".
თქვა "ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა.