"რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ეს კანონი უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" | პროევროპული ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება

გამოქვეყნდა:

,,ქართული ოცნების’’ წარმომადგენლების საჯარო განცხადებები რუსულ კანონში კოსმეტიკური ცვლილებებისა და ამ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, ანტიევროპული ინიციატივის შელამაზების შესახებ, წარმოადგენს ერთიანი და მტკიცე ქართული საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანის მცდელობას - ნათქვამია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებაში.

პროევროპული პარტიები აცხადებენ, რომ  საქართველოს საერთაშორისო იმიჯს უკვე მიადგა უმძიმესი ზიანი და კანონის შელამაზებულ ვერსია არ მიიღება, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული

"ივანიშვილის ამ რუსული ინიციატივის გამო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორის მსხვერპლი გახდა ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, კანონის მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ ტერორში ჩართულია არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები, არამედ შსს-ს საპოლიციო დანაყოფები. პოლიტიკური რეპრესიები ივანიშვილმა ჩვენი ხალხის ყოველდღიურობად აქცია, საქართველოს საერთაშორისო იმიჯს უკვე მიადგა უმძიმესი ზიანი, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი დარტყმის ქვეშ დგას, ამიტომ,  ჩვენ, დემოკრატიული ოპოზიცია რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ეს კანონი გაუმჯობესებას არ ექვემდებარება და უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული.

საქართველოს ევროპული მომავლისთვის ვაგრძელებთ ერთიან წინააღმდეგობას რუსული კანონისა და რუსული რეჟიმის მიმართ." ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. 

ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები: 

  • ახალი
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • დროა
  • გირჩი - მეტი თავისუფლება
  • რესპუბლიკური პარტია 
  • ლელო საქართველოსთვის 
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი