
უკრაინული მედიის ცნობით, გასული დღეს რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
სუმის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის თქმით, ოკუპანტები სუმს 21-ჯერ დაესხნენ თავს და 8 ნაღმი ჩამოაგდეს.
"დაფიქსირდა 93 აფეთქება. დაბომბეს შემდეგი თემები - სუმი, ხოტინი, იუნაკივი, მიროპილი, ბილოპოლი, კრასნოპილი, ველიკოფისარივი, ესმანი, შალიგინი, სერედინო-ბუდი. მტერმა სარაკეტო შეტევა განახორციელა რეგიონული ცენტრის გარეუბნების ინფრასტრუქტურაზე. მტრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 1987 წელს დაბადებული ქალი, რომელმაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი მრავლობითი დაზიანებები მიიღო," - ნათქვამია განცხადებაში.