
"ეს კანონიც, თქვენივე ქმედებებიც, სიტყვებიც, ძალადობაც საზოგადოებაზე არის რუსული", - ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშივლი საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს.
ვერანაირი კითხვა, რა არის რუსული ამ კანონში, ამას ვერ შეცვლის. თქვენ იკითხეთ და წერეთ: ეს კანონი არის რუსული, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელი არის ის, რომ დღეს უკვე ეს კანონი სიმბოლო გახდა, წაიღებთ, არ წაიღებთ, შეცვლით, არ შეცვლით... რეალურად, თქვენივე ქმედებები, თქვენივე სიტყვები, თქვენივე ძალადობა საზოგადოებაზე არის რუსული. ეს არის ის მეთოდები, რომელიც გვეგონა, რომ წარსულს ჩაბარდა და რომელსაც აცოცხლებთ ამ წუთში, აი მე რომ დამასწრო პრემიერმა მისი გამოსვლა, არის რუსული და ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ ამ ქვეყანაში არ დაბრუნდება, - ამბობს ზურაბიშვილი.