
"იგეგმება, პროვოკაციები მოაწყონ... მინდა მოგიწოდოთ სიფრთხილისკენ, არა შიშისკენ, მაგრამ სიფრთხილე...",
- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფიგნზე ისაუბრა. მან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ მათი პროტესტი მშვიდობიანი და ევროპული იყო.
"მინდა მოგმართოთ მომიტინგეებს, რომ თქვენ იცოდეთ და ეს იკითხება ასევე, პრემიერის სიტყვებში და რამდენიმე სხვა გამოსვლებში, არის რაღაცა გეგმები, რომელიც ნამდვილად ვერ გაამართლებს, მაგრამ არის რაღაც გეგმები, რომ პროვოკაციები მოაწყონ და თქვენც ჩაგითრიონ. ასე, რომ მე მინდა, რომ მოგიწოდოთ ძალიან დიდი სიფრთხილისკენ, რაც არ არის შიში, მაგრამ სიფრთხილე. რომ არავინ გამოგიწვიოთ თქვენ ამ პროვოკაციებში. ვიცი, რომ ჩანს და უკვე ვნახეთ, თუ რამდენად (კიდევ ერთხელ) შეგნებული, მშვიდობიანი იყო, ყველა ეს გამოსვლები. ეს არის საქართველოს საზოგადოება, ეს არის ის საზოგადოება, რომელიც გვიჩვენებს, რომ ჩვენ ვართ ღირსი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლის" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.