გავლენიანი უცხოელების ვიზიტები საქართველოში | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

ხვალ თბილისში სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე, ჯეიმს ობრაიენი ჩამოდის - ვიზიტის მთავარი განსახილველი თემა სწორედ რუსული კანონია, რომლის უკან გატანისკენ პარტნიორებმა არერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას. ნიშანდობლივია, რომ ობრაიენი ბლინკენის ასისტენტად დანიშვნამდე სახელმწიფო დეპარტამენტში მთავარი პერსონა იყო, რომელიც რუსულ სანქციებზე მუშაობდა. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსული კანონის შემობრუნებასთან ერთად პრორუსი ოლიგაქრის პარტიამ დე-ფაქტო შეცვალა საქართველოს საგარეო კურსი, და ახლა ღიად ანტიდასავლურ და პრორუსულ გზას დაადგა.

უკვე მომდევნო დღეებში ევროკავშირის წევრი სახლემწიფოების საგარეო კომიტეტების თავმდჯომარეები ჩამოდიან. და პირველად, ბრიუსელში დაიწყეს აქტიური მსჯელობა იმაზე, რომ საქართველომ შეიძლება დაკარგოს უვიზო მიმოსვლის პრივილეგია, "ოცნების" ანტიევროპული პოლიტიკის გამო, და ქვეყანამ შესაძლოა დაკარგოს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი, არამედ ფინანსური დახმარების პაკეტიც. ერთი სიტყვით, "ქართული ოცნების" პრორუსული პოლიტიკა განადგურებით ემუქრება ყველა იმ პროგრესსა და სიკეთეს, რაც ამ ქვეყანას დამოუკიდებლობის შემდეგ 30-წლიანი ბრძოლისა და შრომის შედეგად მიუღწევია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი