საქართველოს მოქალაქეების პასუხი ხელისუფლების რუსულ ტერორს - ვერბალური დაშინების, ანონიმური ზარების, ლაჩრული ჩასაფრებებისა და სახელმწიფო დონეზე წახალისებული ძალადობის კამპანიის მიუხედავად, ამ ქვეყნის მოქალქეებმა პრორუსი ოლიგარქის პარტიას ღირსეული, მტკიცე და ურყევი პასუხი გასცეს გუშინ გამართული უპრეცედენტო დემონსტრაციით.
არა რუსულ კანონს. არა ყველაფერს იმას, რაც საქართველოს რუსულ უფსკრულში მიათრევს - ასეთია ამ ქვეყნის მოქალაქეების პოზიცია და ნება. ამ ნების საპირწონედ კი ვნახეთ აგონიაში მყოფი რეჟიმის სრულიად სამარცხვინო საქციელი. უკვე ერთი კვირაა გასული და საქართველოს სამართალდამცავ სისტემას, მიუხედავად უამრავი მტკიცებულებისა, ჯერაც არ ჰყავს გამოვლენილი ამ ძალადობრივი კამპანიის დამკვეთები და შემსრულებლები.
ამ პარტიული ზონდერების თარეშის აღკვეთას და გამოძიებას პოლიცია არ ჩქარობს, სამაგიეროდ დამატებით ურტყამს დემონსტრანტებს, მათ შორის ქალებსაც. ძალადობის კვირეულმა კარგად აჩვენა, რომ "ქართული ოცნების" რეჟიმი ყველა ნაბიჯს სწორედ რუსული სახელმძღვანელოს მიხედვით დგამს. ოღონდ განსხვავება ისაა, რომ საქართველო არასდროს გახდება რუსეთი, და ვერც ამ რუსული ისტერიის დამკვეთები დაიმორჩილებენ ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას.