კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - ქართველმა ემიგრანტებმა მადრიდში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებს ბანერებზე ეწერათ: "ამ გაზის გადასახადიც ჩვენ უნდა გადავიხადოთ?" "არასდროს დაბრუნდეთ საბჭოთა კავშირში," "გაიწვიეთ კანონი, არა ძალადობას, კი ევროპას, წინ ევროპისკენ!"
ემიგრანტები "ოცნების" ხელისუფლებას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ მთავრობამ მოქალაქეებზე არ უნდა იძალადოს.