"ქართული ოცნების" პროპაგანდას კონკრეტული ადამიანები ჰყავს ამოღებული მიზანში. რატომ? პასუხი მარტივია - პრინციპული, შეუვალი და მოუსყიდავი ადამიანების რეჟიმს უბრალოდ ეშინია, რადგან მათზე არ აქვს ზემოქმედების ბერკეტი. ამასთან, ძლიერ სამოქალაქო საზოგადოების დიქტატურული რეჟიმისკენ მიმავალი ხელისუფლება უშუალო საფრთხედ აღიქვამს, რადგან დემოკრატია სწორედ მოქალაქეების ინდივიდუალურ ინიციატივებზე და ამ იდეებისა და იდეალების ერთობაზე დგას. რუსული კანონის მიღებით კი ივანიშვილის პარტია სწორედ დემოკრატიული პროცესებისთვის საფუძველის გამოცლას ცდილობს.