არა რუსულ კანონს! საქართველოს გაუმარჯოს | ქართველი ემიგრანტების აქცია აშშ-ში, ცინცინატში

გამოქვეყნდა:

არა რუსულ კანონს! საქართველოს გაუმარჯოს! - ოჰაიოში, ცინცინატში ქართველმა ემიგრანტებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა რუსული კანონის გაწვევაა. ემიგრანტებმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართეს და მოუწოდეს, ქართველ ხალხს დაუჯეროს.

"სოლიდარობა ჩემს თანატოლებს და ქართველ ხალხს. მივმართავ კობახიძეს, რამდენი ხალხი უნდა გამოვიდეთ კიდე, რამდენი ხანი უნდა გვცემოთ და გვაგინოთ? ევროპელი და ამერიკელები, ჩვენი მეგობრები ვისთან ერთადაც ვიზრდებით და ვყალიბდებით, ვსწავლობთ გვირჩევენ რომ არ მივიღოთ ეს კანონი და რა ფეხებზე დავიკიდოთ და რა კობახიძეს დავუჯეროთ? ყველა ცრუის, ამერიკელები, ევროპელები, ხალხი ასი ათასობით ქართველი ცრუის და კობახიძე გვეუბნება მართალს? დღეს პრემიერ ხარ და ხვალ არავინ არ იქნები ისევე როგორც შენი წინამორბედები, ამიტომ დაუჯერე ქართველ ხალხს. არა რუსულ კანონს და მე მჯერა რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს," - ამბობს აქციის მონაწილე. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი