"ქართველთა ცეცხლი აინთო, ამ დროს ვიღაცას აენთო," - ბარსელონაში ქართველმა ემიგრანტებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს.
მათი მთავარი მოთხოვნა რუსული კანონის გაწვევაა. აქციაზე ემიგრანტებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. ისინი სკანდირებდნენ "საქართველოს გაუმარჯოს!"
აქციის მონაწილეებს ბანერებზე ეწერათ: "ქართველთა ცეცხლი აინთო, ამ დროს ვიღაცას აენთო," "არა რუსულ კანონს," "საქართველო არასდროს იქნება რუსეთი," "ქოცებო, მარტო თქვენს შვილებს არ უნდათ ევროპული განათლება."