
გავათენოთ საქართველოსთვის! - რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს უკანა ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. ისინი პარლამენტის ე.წ. საშვთა ბიუროსთან იმყოფებიან და ამბობენ რომ ზევით ასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თავისუფლების მოედანზე რობოკოპები გამოჩნდნენ. პოლიციის მობილიზებაა პარლამენტის შესასვლელთანაც.
პარალელურად, შეგახსენებთ, რომ თავისუფლების მოედანზე შეკრებილი სპეცრაზმის წევრები სპეციალურ ეკიპირებას იცვამენ. ადგილზე მობილიზებულია ჭყლის ჭავლისა და სახანძროს მანქანებიც.